LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანის გარდაცვალებას, ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვვლეთ ერთად“ – სააკაშვილი

238
Untitled design (12)

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანისა და მოღვაწის გარდაცვალებას.

როდესაც იუსტიციის მინისტრი გავხდი იგი მაშინვე მოვიწვიე გერმანიიდან, დოქტორის ხარისხით ახლად დაბრუნებული კოტე ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვვლეთ ერთად. ძალიან დამწყდა გული“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანისა და მოღვაწის გარდაცვალებას. როდესაც…

Posted by Mikheil Saakashvili on ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, კოტე კუბლაშვილი 2000-2002 წლებში იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის თანამდებობას. 2000 წელს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად დაინიშნა.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის მეურვეთა საბჭოს წევრი, შემდეგ კი ფონდის დირექტორი.

2005-2015 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები