LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეილა აბაშიძე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს

123

მსახიობი ლეილა აბაშიძე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც “ფორტუნას” დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, ლეილა აბაშიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში, ინშემიური ინსულტის დიაგნოზით არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დავით ოქიტაშვილის განცხადებით,  4 საათისთვის ექიმთა კონსილიუმი შეიკრიბება.

“ამის შემდეგ გადაწყვეტენ შემდგომ მკურნალობის გზებს, რადგან ოჯახის თანხმობაა საჭირო, რომ თავში ჩაუდგან კათეტერი, რადგან გაჟონვა აქვს. 4 საათზე იკრიბებიან ოჯახის წევრები და ექიმები,”- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები