LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურგის ტვინის იშემიური ინსულტით გაითიშა.. მიზეზი ვერ დგინდება საქართველოში, მიჰყავთ თურქეთში.. მნიშვნელოვანია თითოეული ლარი ბავშვის გადასარჩენად“ – 13 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება

371
Untitled design (1)

13 წლის მოზარდს, რომელსაც იშემიური ინსულტით ზურგის ტვინი გაეთიშა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, საქართველოში იშემიური ინსულტის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება, ამიტომ მოზარდის თურქეთში გადაყვანაა საჭირო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

„მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყოველ თქვენგანთან. საოცარი ამბავი მოხდა. ჩვენს უახლოეს მეგობარს, ელისო შენგელიას 13 წლის შვილი გაეთიშა ზურგის ტვინის იშემიური ინსულტით. იცით, რომ ბავშვებში ინსულტი ფაქტობრივად არ ხდება, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ბავშვი აღმოჩნდა მართვით სუნთქვაზე. ინსულტის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება საქართველოში, ამიტომ სპეცრეისით მიჰყავთ თურქეთში. იცით, ამ ყველაფერს რამდენად დიდი თანხები სჭირდება, ამიტომ გთხოვთ, რომ იქნებ ერთად დავეხმაროთ. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ლარი ბავშვის გადასარჩენად.

გთხოვთ, გულით, სულით. დავეხმაროთ. უნდა გადავარჩინოთ ელისოს ერთადერთი 13 წლის შვილი.

ანგარიშის ნომერი:

#GE71TB7148745163300003

მიმღები: ელისო შენგელია“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეგობრებო,
ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყოველ თქვენგანთან. საოცარი ამბავი მოხდა. ჩვენს უახლოეს მეგობარს, ელისო შენგელიას 13…

Posted by Ketevan Magalashvili on Wednesday, 2 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები