LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეილა მუსტაფაევა გერმანიაშია, რადგან მაღალი ალბათობით, გატაცების მსხვერპლი გახდებოდა – ადვოკატი

84

აზერბაიჯანელის ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე და მისი შვილი გერმანიაში იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დამცველი, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არჩილ ჩოფიკაშვილი იმ მიზეზებზეც წერს, რის გამოც, მისი განმარტებით, ოჯახმა საქართველო დატოვა.

“აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა გუშინ საქართველო დატოვეს. მე-3 უსაფრთხო ქვეყნის შემოთავაზება და მოძიება მთელი პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა. ამჟამად, გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაშია.

“გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი,” და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აგრძელებს აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დაცვას,” – წერს არჩილ ჩოფიკაშვილი.

https://www.facebook.com/archil.chopikashvili/posts/1687473757942994?pnref=story

 

magti 5g