LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას განსაკუთრებული მადლობა მეუღლეს: „მამულიჩა ყველაფრის ორგანიზებას ასწრებს და უზარმაზარ შავ სამუშაოს აკეთებს… მართალია, ზოგჯერ ვბრაზდები, რადგან ძალიან მომთხოვნია და ყველაფრის სწრაფად გაკეთება უნდა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სწორად იქცევა…“

139
ლელა წურწუმია და მამულიჩა

ლელა წურწუმია რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ ფმ“ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მეუღლისადმი, რომელიც ასევე მისი პროდიუსერიც გახლავთ.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მამულიჩას წვლილი, რომელიც ძალიან დიდი როლს ასრულებს როგორც ჩემს ცხოვრებაში, ისე კარიერაში, რადგან ყველაფრის ორგანიზებას ასწრებს და უზარმაზარ შავ სამუშაოს აკეთებს. მართალია, ზოგჯერ ვბრაზდები, რადგან ძალიან მომთხოვნია და ყველაფრის სწრაფად გაკეთება უნდა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სწორად იქცევა, რადგან დრო ყოველთვის ცოტაა, გასაკეთებელი კი, ძალიან ბევრი.

ლელა წურწუმიას ეკა კახიანმა დიდი ხნის დანაპირები აუსრულა: „ძალიან ლამაზი მუსიკალური ვიდეო გამოგვივიდა, რომელიც რატი დურგლიშვილის სახლში გადავიღეთ…“

რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ს ეკა კახიანი და ლელა წურწუმია სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „შენთან ერთად“ პრემიერით.

სხვათა შორის, მამულიჩას არასდროს მოსწონდა ქართული სიმღერები, თუმცა ჩვენი გაცნობისა და დაახლოების შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა წარმოდგენა ქართულ ესტრადაზე. პირველი ერთობლივი კონცერტი 2000 წელს გავაკეთეთ. არაჩვეულებრივი კონცერტი გამოვიდა, მით უფრო, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც იმ პერიოდში იყო. ქვეყანა ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდა, ჩვენი შოუ კი, მართლაც ახალ სიტყვად იქცა ქართულ შოუბიზნესში. 1990-იანი წლების ბოლოს პირველად გაჩნდა MTV და FashionTV, რომლებმაც უამრავი სიახლე შემოიტანეს ჩვენს ცხოვრებაში და აბსოლუტურად განსხვავებულად დაგვანახვეს როგორც მოდა, ისე მუსიკა. სწორედ ამგვარმა სიახლეებმა შთაგვაგონა კონცერტის გაკეთება, რომელიც ბევრს დღემდე ახსოვს. იმ პერიოდში კარგი არტისტების მოზღვავება იყო, ამიტომ ბევრმა შეძლო კარგი კონცერტის მოწყობა“.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g