ლელა წურწუმიამ მეხუთე სეზონის პირველ გადაცემაში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აჭმევდა 5 დღე მაწვნის სუპს ქალიშვილს, მარიკოს. როგორც ლელა აღნიშნავს, ბათუმში მოწყობილ ბინაში გაზი არ აქვს მიერთებული, რის გამოც შესაბამის დიასახლისობას ვერ ახერხებს:
„სხვათა შორის, რაღაცები დამრჩა დასამთავრებელი. მაგალითად, გაზი არ არის შეერთებული. მე ხომ სასწაული დიასახლისი ვარ, ბრილიანტებს ვყრი ხელებიდან. მარიკომ მითხრა, დედა, საჭმელი გამიკეთეო. მე ვიცი, რა უნდა გაგიკეთო-მეთქი, ცივი მაწვნის სუპი… ბავშვი ისე გაიზარდა, მაწონი არ უჭამია. ასე ჩავასხამდი მაწონს, აირანს, კამა დაჭრილი, ხახვი დაჭრილი, კიტრი დაჭრილი, კვერცხიც კი არ მომიხარშავს. გავხეთქე ბავშვი მაწვნის ჭამით, მამულიჩამ პირი არ დააკარა, მე ვითომ დიეტაზე ვიყავი. 4-5- დღე ჭამა, მერე მითხრა, დედა, გავალ გარეთო…“
ვიდეო: ლელა წურწუმია: „გამნათებელიც მე ვარ, ოპერატორიც, მთავარი გმირიც. მონტაჟსაც ვაკეთებ…“
გრძელი თმა, რუჯი, ფერადი საცურაო კოსტიუმი – ლელა წურწუმია კვლავ იდეალურ ფორმაშია