“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, პოლიტიკოსები, რომლებსაც ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობა და ძალა არ ესმით, ამ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევენ. ეს განცხადება მიქაუტაძემ, ალეკო ელისაშვილთან ინდივიდუალური შეხვედრის შესაძლო გამართვის საკითხზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, “ლელო” ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას არც კი განიხილავს და შესაბამისად, პარტია ამის აზრს ვერ ხედავს მაშინ, როდესაც საერთო ოპოზიციური მაგიდა არსებობს.
“არ მგონია, მათი ნაბიჯები იმ მიზნის მიღწევას ემსახურებოდეს, რომელიც დავისახეთ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელიც პარლამენტში არ შევედით , ” – განაცხადა მიქაუტაძემ და იქვე დასძინა, რომ “ლელო” არც ერთ ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში რაიმე ბზარს გააჩენს.
“დღეს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ ერთობას დააზიანებს, არის არასწორი და ქვეყნისთვის დამღუპველი.
ჩვენ ვერ ვხედავთ ინდივიდუალური შეხვედრების აზრს. არსებობს მშვენიერი ფორმატი, როდესაც იკრიბებიან ოპოზიციური პარტიები და ნებისმიერ იდეას განიხილავენ. ამ ეტაპზე სხვა ტიპის შეხვედრების, მითუმეტეს ელისაშვილთან ინდივიდუალური სახის საკითხებზე, აზრს ვერ ვხედავთ.-ამბობს მიქაუტაძე
“არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ „ქართულ ოცნებას“ და იქიდან პასუხი იყო ნული. შესაბამისად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ისეთს, რომელიც რაიმე ბზარს გააჩენს ოპოზიციურ ერთობაში.
ჩვენ არც კი განვიხილავთ ელისაშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრას, ამის აზრს ვერ ვხედავთ, როდესაც არსებობს საერთო ოპოზიციური მაგიდა. არ მგონია, მათი ნაბიჯები იმ მიზნის მიღწევას ემსახურებოდეს, რომელიც ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ შევედით პარლამენტში, დავისახეთ“, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.