LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ – მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე

131
lelo

„ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე.

„პარტია ,,ლელო-საქართველოსთვის” ეხმაურება საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, პარტია ,,ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან ,,პარლამენტის რეგლამენტის”, ,,ეთიკის კოდექსის” და ჩვენი საზოგადოების ღირებულებების უხეშ ხელყოფას.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელია, ყოველგვარ ეთიკურ ჩარჩოებს გამცდარი პერსონალური თავდასხმა, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელდა. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული პოლიტიკური ვალდებულებები, როდესაც ,,პარლამენტის რეგლამენტის” გამოყენებით არც კი სცადა მისი ოპოზიციონერი კოლეგების უფლებები დაეცვა. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლები გასცდა პოლიტიური დებატებისთვის მისაღებ, თუნდაც ძალიან მწვავე ჩარჩოს და გენდერული ნიშნით, პიროვნული და მორალური დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

„იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“.

მსგავსი სიტყვიერი თავდასხმა ქალ დეპუტატებზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ეწინააღმდეგება, ევროპულ ღირებულებებს გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გამყარებულია ქართული ტრადიციებით და რომლის დაცვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი თავდასხმა ასევე ეწინააღმდეგება პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაციის ამოცანას, რაც გარდა იმისა, რომ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაყენებული 12 მოთხოვნიდან კვლავ შეუსრულებელ პუნქტად რჩება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე. აქვე გვსურს ხაზგასმა, რომ მსგავსი პერსონალური თავდასხმა ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ადრესატი.

„არ იყო მოსაწონი ჩვენი მეგობრების მხრიდან გარკვეული ფრაზები, ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ“ – მამუკა მდინარაძე

იმისათვის, რომ პოლიტიკური დისკურსი ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობდეს, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ თანაარსებობა როგორც საერთო ადამიანურ და ეთიკურ სტანდარტებზე შეთანხმებულმა საზოგადოებამ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები