LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

183
ალუდა და ანი წითლიძე

„გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა  „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას მიმართა, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა.

როგორც ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს.

იაგო ხვიჩია: მგონი, კლინიკა „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს

„ბატონო იაგო დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ (უბრალოდ არ მინდა ახლა აქ საზოგადოებას მივაყენო შეურაცხყოფა), მაგრამ საცვლებთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში.

მაქსიმუმ თქვენ რასაც შეიძლება მიაღწიოთ – დარწმუნებული იყავით, რომ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ მავზოლეუმში, აი, წითლიძემ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ, პატივი დაგდოთ და ამ მავზოლეუმში შეგატაროს, მაგრამ არამც და არამც იმ ბოტასებს და ნახმარ ტანისამოსს ვერ ემთხვევით.

აქ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ, გამორიცხულია, რომ მარტივად ხდებოდეს იქ, დღე და ღამე შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა, რას ლაპარაკობთ, გგონიათ ეგრე მარტივად იქნება ეგ ამბავი?!

გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი.

რა უნდა მოსთხოვო ამ ადამიანს, ხან ქართული რომ დაავიწყდა, ხან ქართული პოლიტიკიდან რომ მიდის. იაგო, ხომ შეხვდი სააკაშვილს?

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი ყოველდღე აკეთებს განცხადებებს, რომ როგორმე დარჩეს მედიის ზედაპირზე, თორემ აბა პატიმრობაში მყოფ ადამიანს, რომელიც კლინიკაში იმყოფება, როგორ შეიძლება დივერსიულ ჯგუფებზე ჰქონდეს ინფორმაცია

პარლამენტში არ მახსოვხარ ისეთი გამოწკეპილი იყავი სააკაშვილთან რომ შედიოდი და რომ შეხვდი, კაცურად მითხარი, ძალიან დიდის ამბით, თეთრი პერანგით რომ მიხვედი, რაზე ელაპარაკე?!

არ ჰკითხე ის, რომ ყველაფერზე რომ საუბრობ და არაფერზე არ ლაპარაკობ ეგ როგორ არის-თქო, ერთი არ ჰკითხე რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი აქ?!

ელემენტარული ლოგიკა ხომ გაქვთ, თქვენ ხომ მაინც განსხვავდებით ანა წითლიძისგან და სხვებისგან, „ფარჩაკებისგან“ და უმსგავსოებისგან, მაინტერესებს სააკაშვილი რომ იძახის, თურმე ახლა რუსები შემოვლენ და დაგვამხობენ ჩვენ – ჩვენ თუ რუსეთუმეები ვართ, როგორ დაგვამხობენ ერთი ეგ მაინტერესებს.

მისი ეს აბსურდი, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები არ გაინტერესებთ, რომ პასუხი გასცეს როგორ ხარჯავდნენ საკუთარი საჯდომის კორექციისთვის ქართველი ხალხის ფულს?! ახლა გამოდიხართ და გონი დაატანეთო. ეგ ხომ შეურაცხყოფაა და არ გამოვა ეგ ამბავი.

სააკაშვილი: „ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში“

რუსულ საქმეს აკეთებს სამადაშვილი და სხვები. როცა კანდიდატის სტატუსი არის ახლოს და ქვეყანა იმსახურებს ამას, ახლა ატეხეთ ერთი ამბავი. რუსულ საქმეს აკეთებთ თქვენ.

ვინ აკეთებს რუსულ საქმეს, თურმე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჰკითხეთ სამნიძეს და ვინც ამას აკეთებ, ის არის რუსული საქმის გამკეთებელი და ვინ არის რუსულ საქმის გამკეთებელი? მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურს სიტყვით გამოსვლისას ანა წითლიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა – „დებილი ხარ“, რაზეც ღუდუშაურმა უპასუხა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”.

„იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“. – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები