მგონი, კლინიკა „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ყველაფერია იქ შესაბამისი პაციენტებისთვის, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა.
„დღეს რასაც ვუყურებდი, მგონი, „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს. მგონი, ყველაფერია აქ შესაბამისი პაციენტებისთვის, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ და მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ. სათანადო რეკლამაც, ყველაფერი აქვს „ვივამედს“. ვიფიქრებდი, რომ პროფილი ცოტათი შეეცვალათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩაერთო.