რომ არ დაავიწყდეთ ჯერ კიდევ შემორჩენილ მხარდამჭერებს, ყოველდღე აკეთებს განცხადებებს, რომ როგორმე დარჩეს მედიის ზედაპირზე, თორემ აბა პატიმრობაში მყოფ ადამიანს, რომელიც მკურნალობს და კლინიკაში იმყოფება, როგორ შეიძლება დივერსიულ ჯგუფებზე ჰქონდეს ინფორმაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას „რუსების საფარქვეშ საქართველოში შემოსულ დივერსიულ ჯგუფთან“ დაკავშირებით.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ხვდება, რომ უმწვავეს კონკურენციაში იმყოფება.
„სააკაშვილი უყურებს ტელევიზორს, ჰყავს ასობით მნახველი, უყვებიან ახალ ამბებს, თავად უყურებს ტელევიზორს. ახალ ამბებს იმახსოვრებს და როგორც ჩანს, გრძნობს, რომ არის უმწვავეს კონკურენციაში. მას ჩამოართვეს პარტია, ყველანაირი ბერკეტი, თანამდებობა და ხედავს რომ მისი კოლეგები, რომლებიც არაფორმალურად იმართებიან გარედან, თათბირებზე საზღვარგარეთ ჩადიან ხოლმე, ართმევენ მას პარტიას. რომ არ დაავიწყდეთ ჯერ კიდევ შემორჩენილ მხარდამჭერებს, ყოველდღე აკეთებს განცხადებებს, რომ როგორმე დარჩეს მედიის ზედაპირზე, თორემ აბა პატიმრობაში მყოფ ადამიანს, რომელიც მკურნალობს და კლინიკაში იმყოფება, როგორ შეიძლება დივერსიულ ჯგუფებზე ჰქონდეს ინფორმაცია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.