LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო” გლოვის დღის გამოცხადებას მოითხოვს

132
sfbsb

“ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს პარლამენტს და მთავრობას მიმართოს პრეზიდენტს, გამოცხადდეს გლოვის დღე და გადაიდოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიამ გაავრცელა. პარტიაში ამბობენ, რომ სოციალური სისტემა არის “მახინჯი” და საქართველოში გაჭირვებული ოჯახების რიცხვი ბევრია. “ლელო” მთავრობას პრიორიტეტების სწორ გადანაწილებას ურჩევს.

“ხელისუფლებისგან მიტოვებული მრავალშვილიანი ფეხმძიმე დედა და უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვები – ჩვენს ქვეყანაში ასეთი ოჯახები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია და მათზე არავინ ზრუნავს. მთავრობამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარების ის ნაპერწკალიც წაართვა, რომლითაც უბრალოდ არსებობა შეეძლოთ. სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა იყოს, თუმცა დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ჩვენ ყოველდღიური ტრაგედიების გარემოში ვცხოვრობთ. ადამიანები იხოცებიან შიმშილით, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოთი და იმის გამო, რომ არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები. მახინჯი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამო მიდიან ყველაფერზე, რათა საკუთარი შვილები მაინც გადაარჩინონ”, – წერია განცხადებაში.

ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა: დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი

პარტიაში მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის გამო და აცხადებენ, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში შეიქმნება ძლიერი სოციალური მხარდაჭერის სერვისი.

“საზოგადოებამ მათი სიცოცხლის უფლებისთვის და უსაფრთხო მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამ მძიმე ტრაგედიის გამო „ლელო საქართველოსთვის” და მასთან ერთად სხვა ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტთან დაგეგმილი „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობა გადადეს. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს პარლამენტს და მთავრობას, მიმართოს პრეზიდენტს, გამოცხადდეს გლოვის დღე და გადაიდოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნა. ქვეყნის მთავრობა დღეს მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რა გახდა ამ ადამიანების დაღუპვის მიზეზი, ხოლო მომავალმა ხელისუფლებამ შექმნას ისეთი გარემო, სადაც ადამიანები შევძლებთ, ვისარგებლოთ ძლიერი სოციალური მხარდაჭერითა და სერვისებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს დიდ მწუხარებას დაღუპულების ოჯახის წევრების მიმართ”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ოპოზიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება ბაღდათის ტრაგედიის გამო გადადო

შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია. ადგილზე დედაქალაქიდან ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფს ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g