5 თებერვალს ქართველი მსახიობის, ელენე ყიფშიძის დაბადების დღეა. ლეგენდარული მსახიობი დღეს 100 წლის გახდებოდა.
მსახიობის შვილთაშვილი ნატალია ყიფშიძე დიდ ბებიას სოციალურ ქსელში იხსენებს და მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„ლენა ბებოს დღეა დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ახლო მეგობრები ვიქნებოდით. მიყვარს იდეა შენი“, – წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს მოდელი ლენუკა ყიფშიძე.
„5 თებერვალს ჩვენი ბებია 100 წლის გახდებოდა. ჩემი ულამაზესი და მაგარი მეგობარი“ – წერს ლენუკა ყიფშიძე“