LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენი კრავიტცი „კენი“ გახდა – ნახეთ, როგორ გამოიყურება მუსიკოსის თოჯინა

317
photo-collage.png - 2026-09-20T153956.746

კომპანია Mattel-მა ლეგენდარული როკ-ვარსკვლავის, ლენი კრავიტცის პატივსაცემად ოფიციალური საკოლექციო თოჯინა გამოუშვა. 62 წლის მუსიკოსი გახდა მეორე ადამიანი ისტორიაში, რომელიც ბრენდის ექსკლუზიურ სერიაში – Barbie Signature Kenbassadors შეიყვანეს. ეს პროექტი კულტურასა და მოდაზე დიდი გავლენის მქონე მამაკაცების დასაფასებლად შეიქმნა და კენის 65 წლის იუბილეს ეძღვნება.

თოჯინა საოცარი სიზუსტით იმეორებს არტისტის ვიზუალს მისი ბოლო ტურნედან — Blue Electric Light. მინიატურულ კრავიტცს აცვია ბრინჯაოსფერი ბადე-მაისური, ჯინსის შარვალი, მასიური ქამარი და მაღალქუსლიანი ჩექმები. დიზაინერებმა თოჯინას გადასცეს მომღერლის ავთენტური დრედები, სათვალე და მისი გარდაცვლილი დედის, როქსი როკერის კუთვნილი ყელსაბამის ასლიც კი. განსაკუთრებული დეტალია მომღერლის რეალური ტატუების ზუსტი ასლები თოჯინის მკლავებზე.

„როდესაც ბავშვი ვიყავი და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ბარბებითა და კენებით ვთამაშობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საკუთარი თოჯინა მექნებოდა. ეს აბსოლუტურად სიურეალისტურია და დიდი პატივია“, – განაცხადა კრავიტცმა.

საკოლექციო თოჯინა, რომელსაც მოჰყვება სპეციალური სადგამი და ავთენტურობის სერტიფიკატი, $70-ად არის შეფასებული. ის ხელმისაწვდომია ონლაინ, Mattel Creations-ის ოფიციალურ პლატფორმაზე და სხვა წამყვან ამერიკულ რითეილერებთან.

ცნობისთვის, ამ კოლექციის პირველი წევრი ე.წ. „კენბასადორი“ 2025 წელს, კალათბურთის ვარსკვლავი – ლებრონ ჯეიმსი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები