თბილისში მე-9 კლასელი გოგონა, რომელიც მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა, დიჯეი ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილია.
“ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი გვარჯალაძე.
როგორც ცნობილია, შემთხვევა მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა.
მე-9 კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა