ლეონარდო დიკაპრიომ წითელ ხალიჩაზე მისვლა შეყვარებულთან ერთად ისევ არ იჩქარა. წლევანდელი დაჯილდოვების ნომინანტმა ფოგოტრაფებთან მარტომ იპოზიორა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა თავის შეყვარებულს, კამილა მორონეს.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი თითქმის 2 წელია ერთადაა, ისინი ოფიციალურად ერთად მაინც არ ჩნდებიან. ლეო წლევანდელ „ოსკარებზე” „არმანის” პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი. რაც ეხება კამილა მორონეს, ის „კაროლინა ჰერერას” ვარდისფერ კაბაში ბრწყინავდა.