„გრემის“ ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული კანადელი მუსიკოსის, ლეონარდ კოენის კომპოზიციაზე, Thanks for the Dance ვიდეოკლიპი გადაიღეს. აღნიშნული კომპოზიცია, არტისტის უკანასკნელ, ამავე სახელწოდების ალბომშია წარმოდგენილი, ალბომის პრემიერა 2019 წლის 22 ნოემბერს შედგა.
შეგახსენებთ, ლეონარდ კოენმა პოპულარობა 1984 წელს გამოშვებული სინგლთ Hallelujah მოიპოვა, არტისტს სიცოცხლეში 14 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მუსკოსი 2016 წლის 7 ნოემბერს, 82 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა. ცნობისთვის, ეს მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი ალბომია.