ლეონარდო დიკაპრიო იმ მამაკაცების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც პარტნიორებს ხშირად იცვლის და ერთ დღეში ორ სასურველ გოგონასთან პაემანზეც დადის. სექტემბერში პაპარაცებმა დღის პირველ ნახევარში ის ლორენა რეისთან, ხოლო საღამოს – ტონი გარნთან პაემნის დროს დააფიქსირეს. ამჯერად კი, ვარსკვლავს კომპანიონობას უკრაინელი ტოპ-მოდელი ალინა ბაიკოვა უწევდა.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად იყო დიკაპრიოს დიდი ხნის მეგობარი, მსახიობი ტობი მაგუაირი და კიდევ ერთი იდუმალი ლამაზმანი.
იყო ეს პაემანი, თუ უბრალოდ მეგობრების მორიგი თავშეყრა, ამ დროისთვის უცნობია.