ოსკაროსანი მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოს კარიერაში სიახლეებია. სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გვარცელდა, რომ ის ოლდს ჰაკსლის რომანის მიხედვით სერიალს გადაიღებს. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ დიკაპრიომ და მისმა სტუდიამ Appian Way კომპანია Apple-თან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია მზადაა ლეოს სტუდიაში 200 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინოს.
ცნობისთვის, დიკაპრიოს კომპანია მარტინ სკორსეზეს რეჟისორობით ფილმის, „მთვარის ფერი მკვლელების“ გადასაღებად ემზადება.
როგორც ჩანს, მსახიობი ახალ ნაბიჯებს დგამს, დაველოდოთ დიკაპრიოს ახალ ტრიუმფს.