ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე იტალიაში დასვენებას განაგრძობენ. ამჯერად რომანტიული არდადეგები პონზაში გაგრძელდა, სადაც წყვილი ფოტოგრაფებმა ზღვაში დააფიქსირეს. წყვილმა ჯერ კატერით გაისეირნა, შემდეგ სერფინგით ირთობდა თავს და მოგვიანებით იახტაზე გადაინაცვლა.
ფოტოებზე 44 წლის ლეო წელს ზევით შიშველია, ხოლო 22 წლის კამილა ტრადიციისამებრ სექსუალურ საცურაო კოსტიუმში პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი უკვე ორი წელია ერთადაა და ბოლო ერთი თვეა შვებულებას იტალიაში ატარებს.