გასულ კვირას, ინტერნეტსივრცე მილიარდერი ჯეფ ბეზოსი შეყვარებულისა და ლეონარდო დიკაპრიოს ფლირტის ვიდეომ დაიპყრო. 51 წლის ლორენ სანჩესი ლეოს დანახვამ იმდენად აღაფრთოვანა, რომ მის გვერდით, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი მეუღლე სულ გადაავიწყა. მოგვიანებით „ამაზონის“ დამფუძნებელმა „ტვიტერზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ლეონარდოს მეგობრულ გაფრთხილებას აძლევს.
აღნიშნული მოვლენების შემდეგ, წყვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ჯეფი და ლორენი ჰოლივუდში, Baby2Baby-ის გალაკონცერტზე იმყოფებოდა. დიკაპრიოს გარეშე ლორენი სულ სხვანაირად იქცეოდა და პარტნიორს გვერდიდან არ შორდებოდა. ლამაზმანს შავი, დახვეწილი კაბა ამშვენებდა.