LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეო მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო“ – ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ჯეფ ბეზოსი დიკაპრიოს მიმართავს და „მეგობრულ“ გაფრთხილებას აძლევს

475
page

ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ვიდეომ სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ლეონარდო დიკაპრიოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე, მილიარდერი ჯეფ ბეზოსის მეგობარი გოგონა, 51 წლის ლორენ სანჩესი ლეოს დანახვამ იმდენად აღაფრთოვანა, რომ მის გვერდით, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი მეუღლე სულ გადაავიწყა.

ვიდეო: მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ცოლს დაავიწყდა, რომ ქმარი გვერდით ჰყავდა და ლეონარდი დიკაპრიოსთან ფლირტი გააბა

როგორც ჩანს, ჯეფ ბეზოსი არ არის აღფრთოვანებული მომხდარით, ან უბრალოდ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ახლახან მან „ტვიტერზე“ პოსტი გაავრცელა და ლეონარდო დიკაპრიო მონიშნა.

„ლეო მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო“, – წერს მილიარდერი, ფოტოზე ის ბანერთან დგას, რომელსაც აწერია – სახიფათოა, ხევია, ფატალური ვარდნა.

დაველოდოთ, როგორ უპასუხებს გულთამპყრობელი ლეონარდო „ამაზონის“ დამფუძნებლის იუმორნარევ გამოწვევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები