ლეონარდო დიკაპრიომ, საბოლოოდ, ოსკარის მოპოვება შეძლო და გამარჯვება მან მშობლებთან, ირმელინ ინდენბრიკენთან და ჯორჯ დიკაპრიოსთან ერთად აღნიშნა.
მისი მშობლები ერთმანეთს 1965 წელს შეხვდნენ და ლეოს დაბადების შემდეგ დაშორდნენ. იმის მიუხედავად, რომ წყვილი ჰოლივუდის ძალიან ცუდ უბანში ცხოვრობდა და მეზობლად მხოლოდ მეძავები და სექს-შოპები იყო, მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, შვილი სასტიკი გარემოსგან დაცული ყოფილიყო.
ოსკარის ცერემონიაზე 73 წლის ირმელინი პარტნიორთან, დევიდ უორდთან ერთად ამხნევებდა შვილს, შემდეგ კი წვეულებაზე მათ ჯორჯ დიკაპრიო და მისი ცოლი, ფეგი შეუერთდნენ.
ლეონარდო დედასთან, ირმელინთან ერთად
ჯორჯ და ფეგი დიკაპრიოები
ირმელინ ინდენბრიკენი და დევიდ უორდი
ჯორჯმა და ფეგიმ ერთად ცხოვრება ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტეს, როდესაც ლეონარდო მცირეწლოვანი იყო, 1995 წელს კი დაქორწინდნენ. 2006 წელს ფეგი სიხიზმის აღმსარებელი გახდა და მას შემდეგ ჩალმით დადის. ფეგის ჰყავს შვილი, ადამი, რომელთანაც ლეო მეგობრობდა, თუმცა „ტიტანიკის“ გმოსვლის შემდეგ მათი ურთიერთობა გაფუჭდა. ამის მიუხედავად, ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობა დღემდე აქვთ და სხვადასხვა დაჯილდოებაზე ჯორჯი და ფეგი ლეოსთან ერთად ხშირად ჩნდებიან.
თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ მისი წარმატება უმეტესად დედის, ირმელინის დამსახურებაა.