LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსო არა მარტო შემოაკვდათ, არამედ, როგორც მაშინ გირგვლიანის წინააღმდეგ დაიწყო გავეშებული შავი კამპანია, ეხლაც იგივე გაიმეორა ამ ხელისუფლებამ: ნინო ბურჯანაძე

106
nino-burjanadze1 (2)

„ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება პირდაპირ ხელისუფლებას ეკისრება“,-ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ოპერაცია უწოდა.

„პირდაპირი ბრძანება იყო ხელისუფლების მხრიდან გაცემული, რომ მედია საშუალებების წარმომადგენლები ეცემათ. ეს არ იყო საზოგადოების მხრიდან გაღიზიანება მედიაზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანების მიერ გამოხატული რაიმე ნეგატიური რეაქცია.. ეს იყო კუდის თუ სუსის და ქართული ოცნების აქტივისტების მიერ შესრულებული დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია.

ამიტომ, პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ხელისუფლებას და სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ვიღაცაზე უკეთესია, ზუსტად იგივე ამორალურ ნაბიჯებს იმეორებს, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

არ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას უნდოდა ვინმე მომკვდარიყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ წუხილი გამოეხატათ, რომ გაეაზრებინათ მათ მიერ არასწორად დაგეგმილ და ამორალურ ოპერაციას რომ ადამიანის მსხვერპლი მოყვა, ამის ნაცვლად შავი პიარით დაიწყეს ლექსოს და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლა.

ლექსო არა მარტო შემოაკვდათ, არამედ, როგორც მაშინ გირგვლიანის წინააღმდეგ დაიწყო გავეშებული შავი კამპანია, ეხლაც იგივე გაიმეორა ამ ხელისუფლებამ ლექსოს მიმართ და ეს არჩვენებს, რომ არაფერი ამ ხელისუფლებას არ უსწავლია, არაფრით ეს ხელისუფლებაზე უკეთესი არ არის წინა ხელისუფლებაზე”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g