„ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა.
ელიეშვილის გადაწყვეტილებით, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლემ 6-ვე ბრალდებული ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ, მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძის შემთხვევაში მოხდა ერთ-ერთი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა. ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, მუხლის კვალიფიკაცია ძალადობით შეიცვალა, ვინაიდან მოსამართლის განმარტებით, საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი.
დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.