“ლექSOSთვის”, “დაისაჯონ დამნაშავეები”- ამ მოწოდებებით ჟურნალისტებმა ბათუმში მდუმარე აქცია გამართეს-ევროპის მოედანზე შეკრებილებმა ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სწორედ პრემიერის განცხადებებმა წაახალისა ძალადობრივი ჯგუფები.
ჟურნალისტების თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები არის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა და პირდაპირი დარტყმა მედიაზე.