დაჟინებით მოვითხოვდი, რომ ქმარს აბონემენტი არ გაეგრძელებინა.
როგორ ანგრევს ”ლესტერი” ოჯახს და რატომ არ უნდა მოუსმინოს კაცმა ქალს.
2014/15 წლების სეზონი ”ლესტერისთვის” ცუდი იყო: გუნდი ძლივს გადაურჩა პრემიერლიგიდან გავარდნას. კეიტ დიამონდმა ქმარი დაარწმუნა, რომ ამ უიღბლოებზე ფული აღარ დაეხარჯა და სეზონური აბონემენტი არ გაეგრძელებინა.
”ვფიქრობ, ”ლესტერის” სასწაულ აღმასვლაზე, ჩემი ქმრის უმნიშვნელოვანესი მოგონება მე ვიქნები. ჯერ კიდევ წინა აპრილში დაჟინებით ვითხოვდი აბონემენტი არ გაეხანგრძლივებინა. დაველოდოთ სეზონის ბოლოს და ვნახოთ გადალახა თუ არა ჩვენმა ქორწინებამ ეს ვითარება”, – დაწერა კეიტმა ტვიტერში.
”ლესტერის” საშინაო მატჩებზე აბონემენტის გაგრძელება 365 ფუნტი ღირს.
საუკუნის სენსაცია ”ლესტერი” 30 ტურის შემდეგ პრემიერლიგას ლიდერობს და 8 ტურით ადრე 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ”ტოტენჰემს”.