LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისიდან საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტის მიბმა გახდება შესაძლებელი

135
Untitled design (3)

საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტის მიბმა მაისიდან გახდება შესაძლებელი – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით, საბანკო ბარათზე ყველანაირი აბონემენტის პროგრამის ჩართვა იქნება შესაძლებელი:

“მაისისთვის შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის ჩაშვება. შესაძლებელი იქნება აბონემენტი მიებას საბანკო ბარათს და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება.

საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის პროგრამა”, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმითვე, დღევანდელი მონაცემებით, გაყიდულია 55 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტი და ეს პროცესი გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები