პრემიერლიგამ ”ლესტერს” აუკრძალა ”მანჩესტერის” და ”ჩელსის” თამაშები სტადიონის დიდ ეკრანზე აჩვენოს.
მოკლედ, ყველანი ბარებში.
ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ”კინგ პაუერსზე” ”მელიების” ორი გასვლითი თამაშის ტრანსლირების ნება არ მისცა. The Telegraph-ის ცნობით, უარი დაკავშირებულია იმასთან, რომ ექსკლუზიური ტრანსლირების უფლება Sky Sports და BT Sport ეკუთვნით.
შეგახსენებთ, რომ სამი ტურით ადრე ”ლესტერი” ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და ”ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს.
ბოლო მატჩებში ”ლესტერი” შეხვდება ”მანჩესტერ იუნაიტედს”, ”ევერტონს” და ”ჩელსის”.