LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: „ქალიც მოიტაცეს, ოქროს საწმისიც გააყოლეს და ჩვენი ვალი ჰქონდათ. გუშინ დავაბრუნებინეთ, ისე, როგორც საჭიროა“

523
ლევან ბერძენიშვილი

„რა თქმა უნდა, დეჟავიუს შეგრძნება მქონდა, მაგრამ გუშინდელი ემოცია ათასჯერ მეტი იყო.. ჯერ ერთი ეს დამოუკიდებელ ქვეყანაში მოხდა და ეს ახლა სულ სხვა რამაა. იქ ფეხბურთი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, რაღაცის გამონათება, აქ კი ფეხბურთი იმის სიმბოლოა, რომ ამ ქვეყანამ გაიღვიძა“, – ამ შეფასებით ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას გამოეხმაურა და მატჩის შესახებ ისაუბრა.

როგორც ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში აღნიშნა, გუნდმა იბრძოლა და ღირსეულადაც გაიმარჯვა:

„ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაკედონიასთან მოგებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სხვაა, ეს კი [საბერძნეთი] ევროპის დამფუძნებელი ქვეყანაა, ვინც სიტყვა ევროპა მოიფიქრა. საწმისებზე აღარ მინდა ლაპარაკი, პროფესიული საუბარი რომ არ გამომივიდეს.

ძალიან ღირსეულად მოვიგეთ, მართალია ისე ვერ გავიბრწყინეთ, როგორც ძალიან გაგვიხარდებოდა, მაგრამ გუნდმა იბრძოლა, ომში ვიყავით..

თინა ხიდაშელი: „პარიზი.. ტაქსი.. რადიო.. EURO … ჟორჟ მიკაუტაძე – მეტი არაფერი მესმის და კი ვზივარ ამაყად და ავიკლე ტაქსის მძღოლი ეგ ჩემი სამშობლოა-თქო და ჩემთან ერთად უხარია“

სამწუხაროდ, საბერძნეთი ილიადაში და ოდისეაშია კარგი, თორემ კარში რომ დგას, ის საბერძნეთი ყველაზე კორექტული მოთამაშე არ არის. მათ ევროპის ჩემპიონობა აგრესიული და დაუნდობელი ფეხბურთით მოიპოვეს, მაგრამ ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული ისაა, რომ წინასწარ ყველამ დაგვცინა.

რაც ვნახე ბერძნულში [ინფორმაციებში] ჟურნალისტი იქნებოდა თუ სხვა, ყველამ დაგვცინა: „ქუჩის ფეხბურთი“, „უბნის გუნდებში თამაშობენ“, „ეს დიდი არაფერია“ – დაახლოებით ამ დონით იმშვიდებნენ თავს, მაგრამ ყველაფერი რაც მოხდა, ძალიან ბუნებრივი იყო.

ჩვენ ხომ სპონტანურ აღნიშნვებში ძალიან მაგრები ვართ, პარტიულ ყრილობებზე კარგი რეჟისორები გვიდგამდნენ ხოლმე, არც ერთი არ ვარგოდა. როგორც კი სპონტანური სიხარული მოხდებოდა, თუ მაშინ, თუ ახლა – ყოველთვის როცა გვიხარია, გვიხარია კარგად.

გუშინდელ სიხარულს ერთი ამბავი ჰქონდა, თაობები ერთმანეთს შეხვდნენ, ადრე ფეხბურთი ჭკუადამჯდარი ხალხის საქმე იყო, ბავშვებს რა უნდოდათ, ვინ გაიმეტებდა ბილეთს. გუშინ, მთელი ჩემი ჯგუფი – 50 გოგონა სტადიონზე წავიდა. ყველაფერი ეს არის სიხარული და სიხარულის გამოხატვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურაა.

ასევე ნახეთ

„უ მაინც ვინმეს გამორჩევა გვსურს, ცხადია, ეს მამარდაშვილია და რაღაცნაირად, უჩვეულო, თუმცა საიმედო კი არის, რომ მეკარე იქცა ცენტრალურად კაცად ასეთ მატჩში ქართულ ნაკრებში.“

ჭირში და ლხინში სიხარული სხვადასხვანაირია, ჭირში გვერდით დადგომა ადვილია და ლხინში რომ ადამიანს გვერდით დაუდგე, ძნელია. ამიტომ, ყველა საელჩომ მოგვილოცა, შტატების საელჩომ პირველმა მოგვილოცა, როდესაც მათი წარმოდგენები ფეხბურთზე საინტერესოა..

მთავარია ესმოდეთ – თუ ჩვენ ევროპაში გვინდა და რატომ გვინდა? მე მაგალითად, სათქმელად მქონდა ასეთი რამ, როდესაც ევროპელები მეკითხებოდნენ, რად გინდათ, რას ხედავთ ამ ევროპაშიო, ვეუბნებოდი, ქართველები ფეხბურთზე ჭკუას კარგავენ, საქართველოს ნაკრები ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გამოჩნდეს, ჩვენ, ხალხი დავიხოცოთ სიხარულისგან, მაგრამ ამის გასაკეთებლად ჩვენ არ წავალთ აზიის ქვეჯგუფში, საიდანაც უფრო ადვილად გავძვრებოდით, იმიტომ რომ ჩვენ ევროპაში გვინდა და თან ღირსეულად – როგორც შინაურები, როგორც ამ ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაცია.

პრეზიდენტი: „გილოცავთ, საქართველო უკვე ევროპაშია!“

ჩვენც ხომ ვიღაცები არ ვართ ამ თვალსაზრისით.. ბევრმა არგონავტები გაიხსენა და.. საერთოდ, ამით იწყება ისტორია. როგორც თეროდოტოსი ამბობს, ისტორია იწყება ქალების მოტაცებებში, ამ ქალების მოტაცებებში კი ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ქალიც მოიტაცეს, ოქროს საწმისიც გააყოლეს და ჩვენი ვალი ჰქონდათ. გუშინ ისე დავაბრუნებინეთ, როგორც საჭიროა.“ – აღნიშნა ლევან ბერძენიშილმა.

"ვალი ჰქონდათ ბერძნებს ჩვენი და გუშინ დავაბრუნებინეთ, როგორ საჭიროა" | ლევან ბერძენიშვილი

"ქალიც მოიტაცეს, ოქროს საწმისიც გააყოლეს, ვალი ჰქონდათ ბერძნებს ჩვენი და გუშინ დავაბრუნებინეთ, როგორ საჭიროა" | ლევან ბერძენიშვილი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Wednesday 27 March 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g