LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბოკერია: “როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ დავაწერინე… მეგობრებო, არ მოგერიდოთ და არ დაიზაროთ… ესაუბრეთ თქვენს ბებია-ბაბუებს”

20691
BeFunky-collage (2)

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შვილი, ლევან ბოკერია გარდაცვლილი ბაბუის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ორი თვე იბრძოლა. აღარ გვყავს. გული გაჩერდა” – გარდაიცვალა გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია

“ბოლო პერიოდში, ძალიან ვცდილობდი ლელოსთან ბევრი მესაუბრა. იმისთვის, რომ აქტიურად ყოფილიყო და გონებას ევარჯიშა. ვთხოვდი მოეყოლა ან დაეწერა მოგონებები, ისტორიები, და თავგადასავლები მისი ცხოვრებიდან. რამდენიმე ისეთი რამ მომიყვა რომ ვერც კი წარმოვიდგენდი.

თუ როგორ ერთობოდნენ ახალგაზრდობაში, როგორ მოგზაურობდნენ და იკარგებოდნენ, როგორ აირჩია პროფესია, მერე რა პროექტებში მონაწილეობდა რომლებისთვისაც შემდეგ პრემიებს იღებდა, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს, რა ხდებოდა 90იანებში, და ასე შემდეგ. ბოლოს უკვე უჭირდა წერაც და გახსენებაც… როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე… მეგობრებო, არ მოგერიდოთ და არ დაიზაროთ. ესაუბრეთ თქვენს ბებია-ბაბუებს.

ჰკითხეთ როგორ გაიზარდნენ, რითი ერთობოდნენ, სად ისვენებდნენ ზაფხულში, როგორი იყო მათი დღითი-დღე ცხოვრება, რა “კლიჩკა” ჰქონდათ მეგობრებში, რა ეხერხებოდათ, რა არ გამოსდიოდათ, რისი იმედები და როგორი გეგმები ჰქონდათ ცხოვრებაში.

უზარმაზარ სამყაროს აღმოაჩენთ… თორემ შეიძლება გადადოთ და ერთ დღეს, რის ყურებასაც და ვის გვერდში ყოფნასაც მიჩვეული ხართ მთელი ცხოვრება, ის უცებ აღარ იყოს…”,- წერს ლევან ბოკერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები