პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით ხორციელდება.
„პროგრესი გვაქვს ინვესტორის შერჩევის პროცესშიც. გაძლიერდება კონსორციუმი – მისი შემადგენლობა უფრო სოლიდური იქნება. მეტ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვდით.“ – განუცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ პრეტენდენტთან წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად 2025 წლის აპრილი განსაზღვრა:
„მოლაპარაკების დროს პრეტენდენტის მხრიდან ბევრი საკითხი დაისვა. ჩვენ დაზუსტებები მოვითხოვეთ. ეს არის სამუშაო პროცესი და პროექტის დროში განხორციელებას არ შეცვლის. 2028 წელს ანაკლიაში პირველ გემებს მივიღებთ და პორტში პირველი ტვირთი შევა“.