საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს ეწვივნენ და ინფრასტრუქტურას და მისი მუშაობის პროცესს გაეცნენ.
ქართლის ქარის ელექტროსადგური ლევან დავითაშვილმა და ევროკომისარმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ კი, განახლებადი ენერგიების სექტორში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი 2016 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მგვტ, გამომუშავება კი 84.1 მლნ. კვტ/სთ-ს შეადგენს. ის რეგიონში პირველი ამ ტიპის პროექტია.