LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა Reuters-თან ინტერვიუში საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკურ პროგნოზებზე ისაუბრა

555
ლევან-დავითაშვილი

„საქართველოს სტაბილური გეოპოლიტიკური გარემო ფუნდამენტური ფაქტორია ინვესტორებისთვის, რაც ასევე დაგვეხმარა ბოლო სამ წელიწადში 5 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვაში. ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში, 2028 წელს, 9 მილიარდ ევროს მიაღწიოს ინვესტიციამ ქვეყნის ეკონომიკაში. როგორ შევძლებთ ამას? – ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სანდო პარტნიორი ვართ საერთაშორისო კომპანიებისთვის, გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტაბილურობაა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან ძლიერი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე დაბალია, ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძალიან გონივრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სუბიექტური შეფასება, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზრდება – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მომდევნო ხუთ წელიწადში 5%-ზე მეტით გაიზრდება და ეს გარღვევაა არსებული სტრუქტურიდან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება გლობალურად კონკურენტუნარიანი, შესაბამისად, იქმნება დიდი ტექნოლოგიური და ინოვაციური ცენტრები თითქმის ყველა რეგიონში. პირველი ვიცე პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინვესტიციებისა და ნოუჰაუს მოზიდვა, რაც გაზრდის კონკურენტუნარიანობას, პროდუქტიულობას, შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

მსოფლიოს გავლენიანმა საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს შესახებ ვიდეო და სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენიებს. სხვადასხვა რესპონდენტთან ჩაწერილ ინტერვიუებთან ერთად Reuters-ის ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო და ბიზნესგარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. Reuters-ის გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა.

Reuters-ის მიერ მომზადებული მასალა განთავსებულია ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g