LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილს არც ერთ გამოსვლაში არ უთქვამს, რომ ზოგადად პურზე ფასი არ გაიზრდება: მინისტრის მოადგილე

96
BeFunky-collage (4)

ბატონ ლევან დავითაშვილს არც ერთ გამოსვლაში არ უთქვამს, რომ ზოგადად პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ  “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განაცხადა.

„აქ საუბარია იმ სოციალური სეგმენტის პურზე, რომელიც არის ე.წ. ქარხნული პური ანუ მოხმარების ძირითადი მასა. თვეში ასეთი დაახლოებით, 25-30 მილიონი ცალი პური მოიხმარება.

მინისტრი: ჩვენ არ ვამტკიცებდით, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა

ამ ეტაპზე სუბსიდირდება ფქვილის ის ოდენობა, რომელიც მოიხმარება ძირითადად ასეთი პურის წარმოებაზე. ეს არის დაახლოებით 1/3. რაც შეეხება დანარჩენ სეგმენტს, იქ ბუნებრივია ფასთა ცვლილებები იქნება. ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად მიზნობრივად მოხმარებოდა ეს სოციალურად შეჭირვებულ ფენებს” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ამ ნაწილში სუბსიდირების გაგრძელების პერსპექტივას, გელა ხანიშვილის განცხადებით, დააკვირდებიან როგორი იქნება საბაზრო პოლიტიკა, გამოჩნდება პროგნოზები და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, გააგრძელებენ  თუ არა სუბსიდირების პროგრამას.

მოსახლეობამ მიიღო არნახული შემოსავლები სოფლის მეურნეობისგან, ზრდა გვაქვს ყველა სექტორში: გელა ხანიშვილი

მინისტრის მოადგილემ გადაცემაში ხორბლის მარაგების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მარაგები აბსოლუტურად საკმარისია.

“ლოჯისტიკური პრობლემები მოგვარებულია. სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიოში არის ფასების ზრდის ტენდენცია, ჯამურად, საშუალოდ 6%. ჩვენ მსოფლიო ვაჭრობის ნაწილი ვართ და ამიტომ საქართველო ვერ გაექცევა ამ ტენდენციებს. არსებობს სამაგიეროდ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, სადაც გვაქვს განსხვავებული საბაზრო პოლიტიკა. სამწუხარო რეალობა, რომ მსოფლიოში ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატება შეინიშნება”- განაცხადა გელა ხანიშვილმა.

ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის დახმარების პაკეტები, რაც აგრარულ სექტორში მოქმედებდა, მომავალშიც გაგრძელდება და რამდენიმე ახალი პროექტიც დაემატება. გრანტის მოცულობა კი 150-750 000 ლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g