ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (European Film Awards) ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში წარადგინეს.
ამავე ნომინაციაში ლევან გელბახიანთან ერთად წარდგენილი არიან ანტონიო ბანდერასი, ჟან დუჟარდენი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგურდსონი. გამარჯვებულები გამოცხადდება ევროპული ფილმის 32-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ბერლინში 7 დეკემბერს გაიმართება.
ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა
აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" კიდევ ერთი ჯილდო მოიგო
გარდა ამისა, ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ კატეგორიაში დააჯილდოვეს.