LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ

170
სპეციალური საგამოძიებო სამსახური (1)

„ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები.

მისი თქმით, სწორედ გამოძიების დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ წინა აქციების და წინა წელს გამართული აქციებისგან განსხვავებით სულ უფრო მეტი პირი მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე.

„ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი.

ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია”, – განაცხადა იოსელიანმა.

magti 5g