საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ოპოზიციის კვოტით „მოქალაქეების“ ერთ-ერთი წევრი, ლევან იოსელიანი აირჩიეს.
პლენარულ სხდომაზე იოსელიანის კანდიდატურას 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი დეპუტატი არ ყოფილა.
„მინდა, წარმატებები გისურვოთ, ბატონო ლევან თქვენი ქვეყნის სამსახურში“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისთვის განკუთვნილ ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე პარლამენტმა ავთანდილ ენუქიძე აირჩია.