LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი „TV პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე: „ეს დაუშვებელი, წითელი ხაზია, სახელმწიფომ ეს ადამიანი უნდა იპოვოს და პასუხისგებაში მისცეს – მორჩა, ეს არც განხილვას ექვემდებარება, არც მსჯელობას და არც მოლაპარაკებას“

150
ლევან იოსელიანი

„ჩვენ დავინახეთ, რაღაც არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და თავს დაეხსა ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ოპერატორს, ის ადამიანი უბრალოდ, შემთხვევით გადარჩა, თორემ შეიძლებოდა ყველაფერი ფატალურად დამთავრებულიყო“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

აღნიშნულით მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „TV პირველის“ ოპერატორის, გიორგი შეწირულსა და ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმის ფაქტი შეაფსა და თქვა, რომ საზოგადოებას ამ ფაქტზე ძალიან ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა:

„ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ის, რომ ადამიანებმა რაღაცები დაინახონ – თუ ჩემი შემთხვევა ამას ხელს შეუწყობს, თეთრი და შავი გაარჩიონ, კმაყოფილი ვიქნები და მოვიშუშებ ამ იარებს“ – მაკა ჩიხლაძე თავდასხმის ფაქტს იხსენებს

მაკა ჩიხლაძემ მასზე და მის ოპერატორ, გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო, რადგან პირები, რომლებმაც მათზე იძალადეს, წინასწარ, ორგანიზებულად მოქმედებდნენ.

„ეს საკითხია, რაზეც ყველამ თქვა, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, ეს არის დაუშვებელი, წითელი ხაზი და სახელმწიფომ ამას სახელმწიფომ სათანადო პასუხი უნდა გასცეს, სახელმწიფომ ეს ადამიანები უნდა იპოვოს და პასუხისგებაში მისცეს.

მორჩა, ეს არც განხილვას ექვემდებარება, არც მსჯელობას, მოლაპარაკებას და არაფერს“. – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ნოდარ მელაძე: „გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ თუ მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით! – ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი რომელიც ეცვა, სადაც არის სისხლის კვალი“

magti 5g