LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვებას სთხოვს

75

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვებას სთხოვს.

ფრაქციის წევრების თქმით, ბაღებში ბევრი პრობლემაა და სწორი მენეჯმენტი აუცილებელია. „ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეხვედრაზე დაინტერესდნენ, ბაღის პედაგოგების კვება სამომავლოდ იქნება თუ არა გათვალისწინებული.

პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე. ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ და უახლოეს პერიოდში ამასთან დაკავშირებით კონცეფციას აუცილებლად გაგაცნობთ. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის რეგულირებაც აუცილებელია, – განაცხადა გვანცელაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების გამო საკრებულოში ოპოზიციას ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა. ამ შეხვედრას წინ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება უძღოდა, რომლის მიხედვითაც, ბაღებში კვებისა და სანიტარული ნორმების მხრივ, პრობლემები იკვეთება.

თუმცა, ეს ცნობა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ, უარყო.

magti 5g