„კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი. ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები. საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან – როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილი რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.
მისი თქმით „რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას“.
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ – წერს ჟორჟოლიანი.
„კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი. ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები. საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან – როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ. შიგნით, საკუთარ ბანდას, ჯგუფს აჩვენებენ, რომ ძლიერად არიან და ჯერ კიდევ აქვთ ძალისმიერი მეთოდების თავი.
ამას აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევა!
რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია! კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით! – ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“,- წერს ხაბეიშვილი.
გია ვოლსკი: „ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია“
„შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად, აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიცაა, ვთქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების.“
ცნობისთვის, პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს „ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკა“.
თბილისში, საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, განჩინებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა.