„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება 14 აპრილის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, რომელზეც შს ყოფილ მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას უსმენდნენ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს“.
„ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები…“ – წულუკიანი გახარიას
მისივე თქმით, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები „ერთმანეთს აწმენდენ ხელს“.
„ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს და ეს ნიშანი უნდა იყოს „ხარებასთვის“ და გომელაურისთვის, რომ პოლიტიკურ გილიოტინაზე სწორედ წულუკიანი, სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური წარუძღვებიან.
მაკო გომურის თვალს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც საშინელი სანახავი იყო და გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით და სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული, ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.