ლევან ხაბეიშვილიც ძალიან საინტერესო „ტიპია“, ძალიან მარტივად უყურებდნენ ამ ადამიანს და საკმაოდ კერკეტი და მუშა „ტიპი“ შერჩათ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„მე მივესალმები ერთ დიდ გაერთიანებულ გუნდს ნიჭიერი ადამიანებით. წელიწად-ნახევრით ადრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი და ადამიანების გაღიზიანება არასწორი იქნება. მე ვუყურებ იქ ახალგაზრდა ლევან ხაბეიშვილს.
ძალიან მარტივად უყურებდნენ ამ ადამიანს და საკმაოდ კერკეტი და მუშა ტიპი შერჩათ, ძალიან საინტერესო ტიპია, ასევე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.