LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ: „გზა­ში ვი­ყა­ვი, პრეზიდენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე მივ­დი­ო­დი..“

210
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„ჩემ­თვის, ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, მის ჯანმრთელობასა და გა­დარ­ჩე­ნას“, – ეს განცხადება გააკეთა  „ერთიანი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­ში გამარჯვებულმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საქალაქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

„დღეს, აქ ამ სა­სა­მარ­თლო­ზე სხვა გან­ცხა­დე­ბას არ და ვერ გა­ვა­კე­თებ, 14:00 საათზე სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ვი­სა­უბ­რებთ მე და ჩემი გუნდი არჩვებ­ზე“, – გა­ნა­ცხა­და მან.

კი­თხვა­ზე, სად გა­ი­გო გა­მარ­ჯვე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­ნა­ცხა­და: „გზა­ში ვი­ყა­ვი, პრეზიდენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე მივ­დი­ო­დი..“

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა.. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“ – ჩერგოლეიშვილი არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვებას ეხმიანება

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.

მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g