LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე დგას: მირდატ ქამადაძე

158
Untitled design (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ „ენმ-ს“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე დგას. მისივე განმარტებით, „არაფორმალური მმართველობა მიუღებელია“.

როგორც ქამადაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნულ პირებს პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველად წარმოუდგენიათ.

„ქვეყანას სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. ნიკა მელია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში და მათ შორის, ჩვენს პარტიაში გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა და უარის ეთქვას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვას, რაც სამწუხაროდ შეინიშნება ჩვენ პარტიაში სხვადასხვა კანდიდატების მიმართ. პერსონალურ პატივისცემას გამოვხატავ ყველა კანდიდატის მიმართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში საჯაროდ თავისუფალი პოლიტიკის დროა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ნიკა მელია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა იყოს, რის გამოც, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც ვიბრძვით”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

რაც შეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, როგორც ქამადაძემ განაცხადა, ჩანაწერების უკან სუს-ი დგას.

„გავრცელებულ ჩანაწერებზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს კითხვები და მიიღებს პასუხს. ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. ეჭვები უნდა გაქარწყლდეს. მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ფარული ჩანაწერებით პოლიტიკის კეთება უნდა დასრულდეს, იქნება შიდა პარტიული თუ საჯარო პოლიტიკა. თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ, რომ არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ჩამწარებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს მსგავსი რამ წარმოუდგენელია ხდებოდეს პარტიებში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩანაწერების უკან, მოპოვებული და ფაბრიცირებულია სუს-ის მიერ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიღაცას დასჭირდა პარტიაში ძალაუფლების მოპოვებისთვის ბინძური მეთოდების გამოყენება, რომელიც მიმართულია ცალსახად ნიკა მელიას დისკრედიტაციისთვის. ქვეყნისთვის საშიშია ის ადამიანი, ვინ ფარული მიყურადების და ფაბრიცირებული ჩანაწერებით იბრძვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში საჯარო ფარული ჩანაწერები “ქართული ოცნების” მეთოდია. ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის უკან კულისებიდან, დგას ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძეა, ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველია”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

magti 5g