LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხურცია: „2008 წელს დასავლეთს ამისი ნახევარი სანქციები მაინც რომ დაეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო არ დაეტოვებინა, დღეს ამ სისხლისღვრას ავირიდებდით…“

369
ლევან-ხურცია

მსახიობი ლევან ხურცია ვახო ხუზმიაშვილს „თავისუფალ სივრცეში“ ჩაერთო და აღნიშნა, რომ პუტინის რუსეთის წინაშე, რომელსაც მონსტრად მოიხსენიებს, მთელი მსოფლიო დადგა.

ლევან ხურცია: 

„სიმწრისგან კბილების ტკივილი დამეწყო, ისეთი კრიჭა შეკრული ვუყურებ ამ ყველაფერს. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც ბავშვობაში აფხაზეთში ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და შემდეგ 2008 წელს, უკვე გორის მხარეს. მინდა, ერთი რამ ვთქვა – დღეს მთელი მსოფლიო დგას იმ მონსტრის წინაშე, რასაც ჰქვია ე.წ. პუტინის რუსეთი. პუტინს „ბეზპრედელის“ გარდა არაფერი აინტერესებს, მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ ამ სიტყვას სწორად გაიგებენ. იმხელა გულისტკივილი მაქვს ამ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართ და იმხელა ბრაზი მაქვს… როდესაც ვერაფერს აკეთებ ისეთს, მაგრამ ბრაზი გახრჩობს. ღმერთმა გამძლეობა მისცეს ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს.

ამ აგრესორის შეჩერება ისევ რუს ხალხს შეუძლია, საზოგადოებას, ერთხმად, ერთსულოვნად უნდა აღუდგეს ამ ბოროტების მანქანას. მაშინ კიდევ შეიძლება, ეს საშინელი მონსტრი ოდნავ გაჩერდეს. მივესალმები დასავლურ სანქციებს, ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ამ ეტაპზე შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ყველაფერი ასეთი დოზით 2008 წელს გაეკეთებინათ, როდესაც ამ მონსტრის წინაშე ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო დატოვეს. მაშინ თუნდაც ამისი ნახევარი ძალებით დამდგარიყვნენ ჩვენ გვერდით, შეიძლება, ეს სისხლისღვრა დღეს თავიდან აგვერიდებინა…““

ომი უკრაინაში

სოფო ხაჭაპურიძე: „წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და  დაუდიათ…“

ჯემალ ბაღაშვილი: „ვინმემ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით“

ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში მიემგზავრება და უკრაინელებისთვის დრონების გასაგზავნად თანხას აგროვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები