დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
კობერიძის განცხადებით, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ის ცვლილებებია, რომელიც მმართველმა გუნდმა მოამზადა და რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.
კობერიძის თქმით, ის ამ ეტაპზე არ აპირებს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს საქმიანობას.