საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი დღეს მეუღლესთან, თამარ წულეისკირთან ერთად მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. წყვილი 24 წელია ერთად არის.
ამ შესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, ლევანმა და მისმა მეუღლემ პარიზში მოგზაურობა გადაწყვიტეს.
ლევან კობიაშვილის გვერდზე ქვეყნდება ფოტო, სადაც წყვილი ეიფელის კოშკის ფონზე არის გადაღებული.
ფეხბურთელი წერს:
„24 წელი ერთად!..“