„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს ეხმაურება და წერს, რომ „როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, ამოიღეს პიროტექნიკა თუ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, აქცია მშვიდობიანი გახდა“.
„ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები (პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და სხვა), დააპატიმრეს ექსტრემისტები აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო.
ოპოზიციის ლიდერებიც საკმაოდ შეშინებულ-შეფუცხუნებულები იყვნენ, ასეა, როცა სახელმწიფოს ემტერები, კრახი გარდაუვალი გაქვს“, – წერს ნიკოლეიშვილი.