LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რატიანი: ცარიელი საწოლი ერთი საათითაც კი არ გვაქვს

154
ratiani7676

ბოლო პერიოდში არცერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს, – ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა. როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში აღნიშნა,  კლინიკაში თავისუფალი საწოლები ერთი საათის განმავლობაშიც კი არ ნარჩუნდება.

“თუ ვინმეს ვწერთ, დაახლოებით 20-25 პაციენტი ყოველდღიურად ეწერება ჩვენი კლინიკიდან, მაგრამ დინამიურად მიმდინარეობს პროცესი და მიღებაც ასევე ხდება, ცარიელი საწოლები ერთი საათითაც კი არ გვაქვს.

უამრავი მიზეზი არსებობს თუ რატომ არის ლეტალობის ინდექსი მაღალი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს. ინფიცირებულები პირდაპირ კავშირში არიან დამძიმებასთან. ახლა დადგა იმის დრო, რომ ფიზიკურმა დისტანციამ ერთმანეთის სიცოცხლე უნდა იხსნას. სწორედ ეს ნიშნავს ფიზიკურად დაცილებას და არა სულიერად…

ღმერთმა ნუ ქნას, რომ რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტები არ ეწერებოდნენ კლინიკიდან. მაშინ ჩვენ ვერ ვიმუშავებდით. ჩვენი სიცოცხლე ბოლო პერიოდში მათზეა მიბმული.

ჩემი რეანიმაციის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით, 80%-ი ეწერება კლინიკიდან”,- განაცხადა რატიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g